პროექტის სახელწოდება
|
ბულინგი და XXI საუკუნის საქართველოს სკოლა
|
პროექტის მთავარი
იდეა
|
ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა სკოლაში
|
პროექტის აქტუალობა
|
სხვადასხვა ტიპის ბულინგის პრობლემა აქტუალურია მოზარდებში, სკოლის სამივე საფეხურზე. მსხვერპლი ნებისმიერი მოსწავლე შეიძლება იყოს: ფიზიკური ნაკლის მქონე თუ უნაკლო; მაღალი თუ დაბალი აკადემიური მოსწრების; მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახის თუ ჩეულებრივი ოჯახის წარმომადგენელი. ბულინგი საფრთხის შემცველია ფსიქიკური თუ ემოციური მდგომარეობისათვის. ხელს უშლის მოსწავლეს არა მხოლოდ აკადემიური წარმატების მიღწევაში, არამედ მისი,
როგორც მოქალაქის და პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.
|
პროექტის მიზანი
|
აღნიშნული პროექტის აღმოსაფხვრელად გვსურს:
ა. გავაუმჯობესოთ გარემო სკოლაში და გავხადოთ უფრო კეთილგანწყობილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული.
ბ. ამაღლდეს მოსწავლეთა ცნობიერება და თვითშეგნება
|
მონაწილეთა ასაკი
|
14-16 წელი
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
2 თვე პროექტზე მუშაობა იწყება მარტის დასაწყისში და დამთავრდება 4 მაისს, ბულინგის საერთაშორისო დღეს.
|
მოსალუდნელი შედგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები, რომლებიც ჩართულები არიან პროექტში, შეძლონ სასკოლო ბულინგთან და მისი პრევენციის გზებთან დაკავშირებით:
ა. სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება ბულინგის პრობლემებთან დაკავშირებით;
ბ. პრობლემის მოსაგვარებლად გზების და საშუალებების დასახვა;
გ. სასწავლო რესურსის შექმნა.
|
პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
პროექტორი -1; თეთრი დაფა -1; კომპიუტერი -1;
ინტერნეტი; ფერადი მარკერები -4.
პლაკატის დასამზადებლად- დიდი ფორმატის ფურცელი-5;
პლაკატის დასამზადებლად- ფერადი მარკერები;
თეთრი და ფერადი ფურცლები 5-5
|
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები
|
1.საორგანიზაციო ჯგუფის შედგენა, ფუნქციების და პასუხისმგებლობების გადანაწილება. (პირველი კვირა)
2.მრგვალი მაგიდა. სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრა ბულინგთან დაკავშირებით მოსამზადებელ მოხსენებებთან დაკავშირებით (ფილმი,ინტერვიუ, სტატია) 3 კვირა.
3. შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მოხდება პროექტის შედეგად შექმნილი სასწავლო რესურსის პრეზენტაცია;
4. დისკუსია 1 დღე.
5. პროექტის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიერ სტატიის მომზადება და განთავსება სკოლის ვებ -გვერდზე და სოციალურ ქსელში.
1კვირა.
6. პროექტის შედეგად შექმნილი პლაკატები დამზადდება ელექტრონულ ფორმატში და განთავსდება სკოლის ვებ-გვერდზე. 1 კვირა
|
საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
|
მოქ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.
მოქ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.
მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
ქართული ენა და ლიტერატურა.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ქეთევან პარასკევაშვილი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
ketiparaskevashvili@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
პროექტი ბულინგი
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ქეთევან, ვფიქრობ სასურველია თქვენი პროექტი კოლეგებს გაუზიაროთ და მომავალში ერთობლივი საქმიანობებიც დავგეგმოთ.
ОтветитьУдалить